ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლე 70 წლის პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგს, 70 წლის კაცს ამავე სკოლის ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

როგორც სპორტსკოლის ხელმძღვანელი რამაზ კოხია აცხადებს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, მისთვის კონკრეტული დეტალები უცნობია. რაც შეეხება პედაგოგს, მან პოსტი გასულ კვირას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო.

საქმეს სახალხო დამცველი სწავლობს.