ჩხოროწყუში თოვლის საფარმა 60 სმ–ს მიაღწია – სასწავლო პროცესი შეწყვეტილია

0

დიდთოვლობამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. თოვლის საფარმა ამ დროისთვის 60 სმ–ს მიაღწია. ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია შიდა საუბნო გზებზე. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდა, მობილიზებულია სპეც .ტექნიკა. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამოდენიმე სოფელს.

“ენერგო–პრო ჯორჯიას” ჩხოროწყუს ფილიალის დირექტორის განმარტებით ყველა დაზიანებულ უბანში გასულია ტექნიკური სამსახური და ელექტროენერგია მოსახლეობას აღუდგება უახლოეს საათებში. გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა ხელმძღვანელობს. დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყვეტილია საბავშვო ბაღებში და 12 საჯარო სკოლაში.

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ასევე მუშაობს გამგეობის ცხელი ხაზი, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 599 85 65 77

სხვა ახალი ამბები: