ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდის მშენებლობა დასრულდა

0

ჭუბერში სამხედრო პანელური ხიდის მშენებლობა დასრულდა. ხიდის კონსტრუქციის აწყობის შემდეგ მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე სამშენებლო ტექნიკა უკვე გადადის და ინტენსიურ სამუშაეობს განახორციელებს.

ხიდის არ არსებობის და ავარიული შემოვლითი გზის გამო ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მასშტაბური გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც ჭუბერში შექმნილმა საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, რის გამოც მდინარე ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მცხოვრებ მოსახლეობასთან საავტომობილო კომუნიკაცია გართულებული იყო. სტიქიის ზონაში, სალიკვიდაციო სამუშაოებს სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობენ.