ჭურიის ზოლის ტერიტორიის დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობაზე მემორანდუმი გაფორმდა

0

კოლხეთის ეროვნულ პარკში ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის” ორგანიზებით , გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის დაფინანსებით პროექტის “გადავარჩინოთ ზღვის შროშანი,ყვითელი ყაყაჩურა, ჰართვისის მუხა” პრეზენტაცია გაიმართა,რომელსაც ქალაქის მერი ირაკლი კაკულია, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების ,გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის წარმომადგენლები და პროექტში ჩართული სამიზნე ჯგუფები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორნდუმი ფოთის მუნიციპალიტეტთან, ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან, ქალაქში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან და წმ.ნიკოლოზის სახელობის ფოთის საშუალო სკოლასთან.

პროექტი ითვალისწინებს ანაკლია-მდ.ჭურიის ზოლის ტერიტორიის დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობას, ზღვის შროშანისა და ყვითელი ყაყაჩურას გენოფონდის დაცვას,მოვლას,აღდგენას, შენარჩუნებას,რელიქტური ჰართვისის მუხის გაშენებას. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის პრაქტიკული გარემოსდაცვითი ცოდნის მიღების ხელშეწყობის უზრუნველყოფას და ცნობიერების დონის ამაღლებას ბიომრავალფეროვნების ღირებულებისა და ეკოსისტემური სერვისების შესახებ.

პროექტის ფარგლებში მოხდება დიუნებზე ლოკალურად გავრცელებული ხმელთაშუაზღვიურ იშვიათ სახეობების -ზღვის შროშანისა (3000 ძირი) და ყვითელი ყაყაჩურას ( 500 ძირი) თესლის ჩათესვა და გადარგვა იმავე სუსტრატზე,ზღვის შროშანის ბოლქვის (2000 ძირი) ,მდ.ჭურიისა და მუნჩიის შესართავთან და მდ.ფიჩორის ორივე გავრცელებულ რელიქტიკური ჰართვისის მუხის ( 1000 ძირი).
შეგროვება და დარგვა.

სხვა ახალი ამბები: