“ჩვენ გავაკეთეთ ყველაზე მთავარი – მოვსპეთ კრიმინალური აზროვნება პოლიტიკაში”- ბლიცი გოგა გულორდავასთან

0

-როგორ ფიქრობთ, რატომ    შეაჩერა   თქვენზე     არჩევანი  მმართველმა პარტიამ?

-“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართევლო”–ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ჩემი კანდიდატურის წარდგენა არის დიდ პატივთან ერთად , უდიდესი პასუხისმგებლობა.2013 წელს წალენჯიხის გამგებლად დავინიშნე, 2014 წელს კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭი ვიყარე და გავიმარჯვე. გამგებლობის პირველმა წელმა, მოსახლეობასთან მუდმივმა და უშუალო კომუნიკაციამ, წამოწყებულმა საქმეებმა შედეგი გამოიღო.  დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ის დაპირება, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ გავეცი, სრულად შევასრულე.

-რა გაკავშირებთ       წალენჯიხა-ჩხოროწყუსთან      და  რამდენად   იცნობთ   აქ მცხოვრებთა პრობლემებს?

-წალენჯიხა ჩემი დედულეთია, სკოლაც წალენჯიხაში დავამთავრე, 2013 წლიდან მუნიციპალიტეტის გამგებლად ვიყავი და ჩემთვის უცხო არ არის ჩემს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადამიანების გასაჭირიც და პრობლემებიც. უნდა ვაღიაროთ, რომ არის პრობლემები, რომლებიც მოგვარებას ითხოვს, თუმცა ჩვენს სწორედ ამისთვის ვართ ორიენტირებულნი. მე როგორც წალენჯიხის ყოფილმა გამგებელმა ყველაფერი გავაკეთე ხალხის დასახმარებლად. ვგულისხმობ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გზების, ხიდების, არარსებული სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფის საკითხებს. ეს იყო პირველი და აუცილებელი პრობლემები, რომელიც პრიორიტეტული გავხადეთ…ეს ორი ­მუნიციპალიტეტი წალენჯიხა–ჩხოროწყუ უძველე­სი დროიდან დღემდე ერთ­ად მოდიოდა, ერთი ცა გ­ვეხურა და  როგორც იტყ­ვიან, ჭირ–ვარამიც ერთ­ი გვქონია, გულწრფელად ვიტყვი ერთ რამეს არ დავტოვებ არც ერთ ჩხოროწყუელში იმის განცდას,რომ მე წარმოშობით არ ვარ ჩხოროწყუელი. ჩემი კანდიდატად წარდგენის დღიდან მე გავხდი მათი მეგობარი, თუ მე ვიქნები ჩემი ხალხის რჩეული ქვეყნის პარლამენტში, ისევ გავაგრძელებ ხალხის სამსახურში ყოფნას.

 –როგორ ფიქრობთ, რატომ   უნდამოგცეთ   ხმა   ამომრჩეველმა   თქვენ და „ქართულ ოცნებას“?

-ყველაფერი თავისუფლებიდან იწყება ,რადგან მხოლოდ თავისუფალი ხალხი აშენებს ძლიერ,დემოკრატიულ ქვეყანას და ქმნის კეთილდღეობას . ქვეყანა,სადაც ყოველი მე–10 ადამიანი ფაქტობრივი პატიმარი იყო,ვერასოდეს განვითარდებოდა. სწორედ ამიტომ, განვლილი 4 წლის განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ  ყველაზე მთავარი –მოვსპეთ კრიმინალური აზროვნება პოლიტიკაში და ხელისუფლების მოქალაქეებთან ურთიერთობის ბანდიტური პრაქტიკა.დაწყებული უნდა გაგრძელდეს! ახლა ჩვენ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური გარდატეხა და სწრაფად განვავითაროთ ქვეყანა,შევქმნათ შესაძლებლობები ყველასთვის და მივაღწიოთ ეკონომიკურ კეთილდღეობას ,რაც თითოეულ მოქალაქეზე უნდა აისახოს!ჩვენ ამ ყველაფრის განხორციელების კონკრეტული ხედვა გვაქვს,რაც ქვეყნის სწრაფი განვითარების 4 პუნქტიან გეგმაშია ასახული”ქართულმა ოცნებამ” ხალხს მისცა თავისუფლება! ახლა ჩვენ გვჭირდება ქვეყნის სწრაფი განვითარება, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გაძლიერდეს .

-როგორია თქვენი   სამომავლო   გეგმები, რისგაკეთებას   შეეცდებით   პირველ  რიგში, როცა   დეპუტატი   გახდებით?

-ჩემი მიზანია, გამარჯვების შემთხვავაში ვიყო ხალხის გვერდით და პარლამენტში გავიტანო ყველა მათი პრობლემა. გამარჯვების შემთხვევაში, ვიქნები მაჟორიტარი, რომელიც ხალხზე იზრუნვებს და არა პირად კეთილდღეობაზე.

 

რითია გამორჩეული   თქვენი   წინასაარჩევნო   პროგრამა?

-საქრთველოს მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიან გეგმა,რომელიც მოიცავს : ეკონომიკური რეფორმა,განათლების რეფორმა,სივრცითი მოწყობა და მმართველობის რეფორმა.თავისუფალი ბიზნესი ,თავისუფალი სასამართლო,თავისუფალი პოლიცია,თავისუფალი მედია  და საერთოდ –თავისუფალი ადამიანი,შემდგარი ქვეყნის უმთავრესი საფუძველია! ჩვენ ქვეყანა სწორი განვითარების გზაზე დავაყენეთ ,საფუძველი ჩავუყარეთ წინსვლას და ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა.ახლა ჩვენ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური გარდატეხა და სწრაფად განვავითაროთ ქვეყანა,

 -რომელი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელი მიგაჩნიათ თქვენს ძირითად კონკურენტად და რატომ?

ყველას ჩემს კონკურენტად აღვიქვამ,ძირითადს ვერ გამოვყოფ,ამას არჩევნებზე მიღებული შედეგებით დავასკვნით,თუმცა ოპტიმისტურად ვარ  განწყობილი და მჯერა ხალხის,მჯერა რომ ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს.

-არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. რას ეტყვით  თქვენს  ამომრჩეველს  წინასაარჩევნოდ?

-დღეს ჩვენ ვდგავართ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე. ოთხი წლის წინ, ყველამ ერთად შევცვალეთ ქვეყნის რეალობა და მოვიპოვეთ ღირსება, თავისუფლება. ახლა აბსოლუტურად თავისუფალი გარემოა, სადაც თითოეულ ჩვენგანს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება გვაქვს. მქონდა პატივი,   მემუშავა გამგებლად. ჩემთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა ის დაბრკოლება, ბარიერი, პრობლემა, გამოწვევა, რომლებიც მუნიციპალიტეტის წინაშე დგას. არც ერთი თქვენგანის პირადი თუ საზოგადო პრობლემა არ არის უცხო. მჯერა, რომ 8 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ვიტყვით ღირსეულ სიტყვას და ყველანი ერთად მივაღწევთ დამაჯერებელ გამარჯვებას.
“ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და ამით საქართველო, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს!

 

სხვა ახალი ამბები: