“ჩვენ გავიმარჯვებთ!”- “ქართული ოცნების” მრავალრიცხოვანი მხარდამჭერები ფოთის დევნილთა დასახლებაში შეიკრიბნენ

0

ქალაქ ფოთში, დევნილთა დასახლებაში ათასობით აფხაზეთიდან დევნილი ადამიანი გამოვიდა “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად. შეხვედრას ფოთში ჩასახლებულ დევნილებთან სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.

ფოთში გამართულ მრავალრიცხოვან შეხვედრას, “ქართული ოცნების” ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია დაესწრო. აფხაზეთიდან დევნილებს სიტყვით მიმართეს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად ძიძიგურმა.

“ჩვენ ვართ ერთიანი ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძვით უკეთესი ცხოვრებისთვის და არასოდეს დავუბრუნდებით ავადმოსაგონარ წარსულს. ჩვენი მიზანი ურყევია და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”-აცხადებენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციაზე მისული აფხაზეთიდან დევნილები.

სხვა ახალი ამბები: