“ჩვენ სიწმინდეებს არავის დავანებებთ”-ზუგდიდელები ღვთისმშობლის კვართის შესაძლო გადაბრძანებას ეხმაურებიან

0

საინფორმაციო სააგენტო SMO NEWS-მა ელექტრონული ფოსტი საშუალებით ზუგდიდელების წერილი მიიღო, რომელიც ღვთისმშობლის კვართის შესაძლო გადაბრძანებას ეხმაურება. SMO NEWS უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ წერილს.

“რომაელი ასისთავი შორიდან ითხოვს ღვთის კურთხევას უღირსად თვლის,რომ მაცხოვარი მის სახლში შემოვიდეს.

სისხლმდინარე ქალი მხოლოდ სამოსლის ფესვს ეხება უჩუმრად და კურნებას ღებულობს და მრავალი სხვა სახარებისეული ეპიზოდი სიწმინდეების მოკრძალებით თაყვანისცემას გვასწავლიან. სიწმინდე თავად ირჩევს ადგილსამყოფელს და ის იძულებით არავის გადაუადგილებია. აკაკი ჭანტურია ახერხებს ბოლშევიკების ხელყოფისაგან განარიდოს ისინი და ამკვიდრებს ზუგდიდის მუზეუმს.

ტურინში ვერავინ გაბედავს სუდარის მოთხოვნას,ან თუნდაც შეხებას.ეს შეურაცყოფის ტოლფასია.არც ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელია ღირსი,რომ ასე ხელაღებით და უპატიოდ მოვეპყროთ(აქეთ მომიბრძანეთ,იქეთ გადავაბრძანოთ…).ასეთი მოთხოვნების უკან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ურწმუნოება, ამპარტავნება, ანგარება აბა სხვა რა უშლის ხელს ამ ადამიანებს მობრძანდნენ 15 ივლისს და კანონიერად ემთხვიონ და ერთხელ მაინც თავი დაიმდაბლონ სიწმინდის წინაშე (თუნდაც რიგში დგომით)

საწყალ ხალხს ყველაფერი წაართვეს და ესღა დარჩენია სულიერ ნუგეშად და ამასაც წართმევას უპირებენ. მობრძანდით შეხვდით მათ, ესაუბრეთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ ისინი სიჭმინდეებს არავის დაანებებენ. ეს მათი წმინდა და წმინდაა და სიცოცხლესაც არ დაიშურებენ მათ დასაცავად. ეს ის თემაა, რომელიც ყველას გავერთიანებს.

გთხოვთ უმორჩილესად, ერთხელ მაინც დაუჯეროთ მოხუც პატრიაქს, ის ხომ მარტო თავისით არ გამოთქვამს აზრს ამ საკითხზე. მრავალჯერ დაუფიქსირებია მას ეს პოზიცია. სამოსელი ზუგდიდში დარჩება,“ აქ არი ახალი ვლაქერნა, აქ შენდება ივერიის ხატი“. ვისაც არც ხმა ერისა და არც ხმა ღვთისა ესმის, შეგნებული მტერია და საკადრისადაც დაისჯება.

პრობლემა ს ნამდვილად არ არის და გთხოვთ გვაცალეთ სიკვდილი მოისვენეთ, დაწყნარდით, დამშვიდდით და ყველამ ჩვენი სააქმე ვაკეთოთ”,-ნათქვამია წერილში, რომელიც ახალი ამბების სააგენტომ ელექტრონული ფოსტის საშუალებით დღეს მიიღო.

სხვა ახალი ამბები: