ჩხოროწყუს მერმა კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა დაბა ჩხოროწყუს კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. ამ ეტაპზე დაბის ცენტრში მდებარე სკვერის მოწყობა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობის გადახურვითი სამუშაოები მიმდინარეობს, აღნიშნულ შენობაში სპორტდარბაზია განთავსებული.

სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ანტურაჟი“ ასრულებს. დაბის ცენტრის კეთილმოწყობის პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 183 000 ლარია გამოყოფილი. პროექტის ფარგლებში დაბაში, შენგელიას ქუჩის გადაკვეთაზე წრე საათი, გობეჩიას ქუჩაზე გარე განათება, ჭავჭავაძისა და გობეჩიას ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშნები მოეწყობა.