“Club Underwheel”-ში შოტლანდიელი DJ Chris Lake დაუკრავს

0

10885458_981907061827086_8569344031421262965_n14 მარტს ,,Club Underwheel’’ -ში შოტლანდიელი DJ Chris Lake დაუკრავს მსოფლიოში აღიარებული შოტლანდიელი DJ Chris Lake თბილისში, საქართველოს კულტურის პალატის პროექტის ,,ელექტრონული მუსიკის განვითარება საქართველოში’’ ფარგლებში ჩამოვა, რომელიც 14 მარტს Club Underwheel’’ -ში დაუკრავს.

Chris Lake უკრავს MTV-ს წამყვან გასართობ შოუებში, ასევე “LAS VEGAS” , “IBIZA” კლუბებში და მსოფლიოში ყველაზე მაშტაბურ ელექტრონულ ფესტივალებზე Ultra Music Festival-სა და Tomorrowland-ზე. აქვს რემიქსები ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან რომლებიც არიან: Tiesto, Martin Garrix, Armin Van Buuren, Sander Van Doorn, Calvin Harris, deadmau5, Steve Aoki, Showtek, Nervo, Chuckie… მის მუსიკაზე ძალიან დიდი მოთხოვნის გამო მას მიმდინარე წელი მთლიანად გაწერილი აქვს, ამიტომ მისი საქართველოში ვიზიტი ძალზედ საყურადღებო და დასაფასებელია.

უცხოელ DJ -სთან ერთად ამერიკაში მოღვაწე ქართველი არტისტებიც დაუკრავენ. პროექტის მიზანია ელექტრონული მუსიკის პოპულარიზაცია საქართველოში და ამ ჟანრის მსმენელებისთვის ხარისხიანი მუსიკის შეთავაზება. დასასწრები ბილეთების შეძენა მსურველებს სპორტის სასახლის სალაროებში შეეძლებათ.

სტუდენტებისთვის იმოქმედებს სპეციალური 25 % ფასდაკლების ვაუჩერები. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. პროექტში ჩართულნი არიან საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

სხვა ახალი ამბები: