Coca-Cola–მ სადავო ინგრედიენტის გამოყენებაზე უარი თქვა

0

koka kolaკომპანია Coca-Cola გეგმავს, ყველა თავისი სასმელის შემადგენლობიდან ერთ–ერთი ინგრედიენტი ამოიღოს, რომელიც მომხმარებელთა შეშფოთებას იწვევს. ამის შესახებ BBC News–ი იუწყება.

საუბარია ბრომირებულ მცენარეულ ზეთზე, რომელიც გამოიყენება როგორც გემოს სტაბილიზატორი, თუმცა ასევე მოიხმარება ნივთების აალებისგან დასაცავად. კომპანიის წარმომადგენელმა ჯოშ გოლდმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოებას არ უკავშირდება, რადგან სასმელის ყველა ქიმიური კომპონენტი საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.

კომპანიის ეს ნაბიჯი საზოგადოების მხრიდან გაძლიერებული შეშფოთებისა და ზეწოლის შედეგია. საიტ Change.org–ზე ბრომირებული ზეთის ამოღების მოთხოვნას ხელს რამდენიმე ათასი ადამიანი აწერს. როგორც  Associated Press–ი აღნიშნავს, გასულ წელს PepsiCo–მ უკვე უარი თქვა ამ ნივთიერების საკუთარ სასმელში გამოყენებაზე.

სხვა ახალი ამბები: