„ცოცხალი წიგნები”-ს ფარგლებში ზუგდიდის ბიბლიოთეკაში მკითხველთან შეხვედრა გაიმართება

0

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და სამეგრელო – ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები”-ს ფარგლებში, 11 ოქტომბერს 17:00 საათზე, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მკითხველთან შეხვედრა გაიმართება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სამი წელია თანამედროვე ქართული ლიტერატურის, წიგნისა და მწერლის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში მკითხველთან შესახვედრად მწერლების მობილურ ჯგუფებს აგზავნის. შეხვედრები თანამედროვე ლიტერატურით და ხელოვნებით დაინტერესებას ხელს უწყობს. რეგიონებში იმოგზაურა 120-ზე მეტმა ქართველმა მწერალმა. წელს პროექტმა საერთაშორისო სტატუსიც მოიპოვა.

პროექტის ფარგლებში ქართველი მწერლები უკვე შეხვდნენ ქართულ სათვისტომოებს იტალიაში, ისრაელში. ითარგმნა რამდენიმე ქართველი ავტორიც.

სამეგრელოს რეგიონს წელს სტუმრობენ პოეტები: ელა გოჩიაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, შაკო ბაკურაძე, ირმა მალაციძე, ბესო სოლომონაშვილი, ბელა ცეკურიშვილი და ნინია სადღობელაშვილი.

პროექტის ფარგლებში, „ცოცხალი წიგნები“ ასევე ჩატარდება:

► 10 ოქტომბერი – 14:00 საათი – აბაშის კულტურის ცნტრი; 16.00 საათი – სენაკის მუსიკალური სკოლის დარბაზი;

► 11 ოქტომბერი – 14.00 საათი – ხობის კუტურის ცენტრი ქ.ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა;

► 12 ოქტომბერი – 12.00 საათი – მარტვილის კულტურის ცენტრი.

სხვა ახალი ამბები: