ცრემლები, სიყვარული და ზუგდიდის მერის ბოლო დღე სამსახურში

0

ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია თანამშრომლებს დღეს დაემშვიდობა. ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის მერის რანგში ბოლოჯერ გამოცხადდა. დღის ბოლოს კი მერიის თანამშრომლები უკვე ყოფილ უფროსს გულთბილად დაემშვიდობნენ.

გამომშვიდობებამდე, დილის ცხრა სათზე კი მერიის თანამშრომლებს სამუშაო მაგიდაზე მერისგან მადლობის წერილები დახვდათ სადაც წერია, რომ:

,,ჩემთვის დიდი პატივია, რომ მქონდა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად საკუთარი წვლილი შემეტანა ქალაქის აღმშენებლობის საქმეში. გისურვებთ წარმატებებს და მადლობას გიხდით ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაში შეანილი განსაკუთრებული წვლილისთის”.

დღეს ქალაქ ზუგდიდის მერისთვის, ამ პოსტზე ბოლო სამუშაო დღეა. ორსაბათიდან, 13 ნოემბრიდან კი გაერთიანებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, პოსტს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდიატი ლაშა გოგია ჩაიბარებს.

სხვა ახალი ამბები: