დაბა ჩხოროწყუში ასფალტირებული გზის დაგება დაიწყო

0

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად, დაბა ჩხოროწყუში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

არახამიასა და ვაჟა ფშაველას ქუჩებზე დაიწყო გზის მოპირკეთება ასფალტო-ბეტონის საფარით. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და 751 000 ლარით ფინანსდება. ასფალტირებული გზა 4 კმ-ის მანძილზე დაიგება. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ინდიკო” ასრულებს.