დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ბრინჯაოს ქანდაკების ასლი დააზიანეს

0

ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ბრინჯაოს ქანდაკების ასლი დააზიანეს. მხედარი ქალის სკულპტურა წაქცეულია და ხელი აქვს მომტვრეული. ქანდაკება სოფელ ცაიშში აღმოჩენილი, ძველი წელთა აღრიცხვის მეშვიდე-მერვე საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ნაკეთობის ასლია.

როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა, აგილობრივი ხელისუფლება დაზიანებულ ბრინჯაოს ქანდაკებას აღადგენს. მისივე თქმით, ინციდენტი სავარაუდოდ გუშინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ქანდაკების დამზადებისთვის თავის დროზე 20 ათას ლარამდე დაიხარჯა.