დადიანების მუზეუმი ღამის 2 საათამდე დამთვალიერებელს უფასოდ მიიღებს

0

დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი დღეს საღამოს 7-დან ღამის 2 საათამდე დამთვალიერებელს უფასოდ მიიღებს. მუზეუმი კულტურის სამინისტროს ინიციატივას შეუერთა, რომლის თანახმადაც საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა მუზეუმი სტუმრებს უფასოდ ეპატიჟება.

„ნებისმიერ მსურველს დღეს საღამოს უფასოდ შეუძლია დათვალიეროს მუზეუმი. კულტურის სამინისტროს ამ ინიციატივას სიამოვნებით შევუერთდით“, -აცხადებს მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია.

დადიანების ისტორიულ სასახლეში ღონისძიება „აფხაზეთთან ახლო“ მიმდინარეობს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებ და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებიან.

სხვა ახალი ამბები: