დამოუკიდებლობის დღე ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში აღნიშნეს

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში სამ სხვადასხვა ლოკაციაზე კულტურული და სპორტული ღონისძიებები ჩატარდა. წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საყოველთაო წირვა მამა ექვთიმემ აღავლინა.

ყულიშკარში დამოუკიდებლობის დღესთან ერთად „ყულიშკარობა“ აღინიშნა, რომელსაც საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ადგილობრივებს დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლაშა გოგიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ მამუკა წოწერიამ, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიულოცეს.

„ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლოს დღეს, ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს, ვუსურვებ ერთიან და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას“-აღნიშნა ლაშა გოგიამ.

საზეიმო ვითარებაში გაიმართა წარმატებული სპორსმენების დაჯილდოება. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, ა(ა)იპ კულტურის ცენტრ „ოდიშის“ შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კონცერტით დასრულდა.

სხვა ახალი ამბები: