დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში გრანდიოზულად აღინიშნება

0

დამოუკიდებლობის დღე ზუგდიდში გრანდიოზულად აღინიშნება. ზვიად გამსახურდიას გამზირზე მოსამზადებელი სამუშაოები ბოლო ეტაპზეა.

26 მაისს, მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია მასშტაბური ღონისძიებები. გაცოცხლდება 1918 წლის ზუგდიდი, მოეწყობა რეტრო და თანამედროვე სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები, ხელოვნების, გართობის, შემეცნების და სპორტის სივრცეები. მოეწყობა ხელთნაკეთი ნივთების და თექის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

თავისუფლების მოედანზე წარმოდგენილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო გამსახურდიას გამზირის ორივე მხარეს ზუგდიდის მერიის ლოკაციები. დღესასწაულს გალა კონცერტი დახურავს, რომელიც 19:30 საათზე დაიწყება.

მოსამზადებელ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია გაეცნო.

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 💯 წლის იუბილეს ზუგდიდი გრანდიოზული ღონისძიებებით ხვდება.