დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე ჩხოროწყუში აღნიშნეს

0

ჩხოროწყუს ახალგაზრდული მერიის ინიციატივითა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დღეს, დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  ჩხოროწყუს ცენტრში აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი დღის ცენტრის ბავშვები და აფხაზეთის N10 საჯარო სკოლისა და ვახტანგ ფირცხელავას სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

“საზოგადოებაში არსებული სტიგმა და მცდარი შეხედულებები ხელს უშლის დაუნის სინდრომის მქონე პირთა პოტენციალის რეალიზებასა და ნორმალურ ფუნქციონირებას. საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სპეციალისტების ადრეული ჩარევა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ წარიმართება ამ სინდრომის მქონე ბავშვისა თუ მოზრდილის ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ზუსტი ინფორმაცია გაგვაჩნდეს აღნიშნულ დიაგნოზთან დაკავშირებით”-აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.