“დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო” – ფოთში დასუფთავების აქცია გაიმართა

0

კამპანიის ფარგლებში ,,დავასუფთაოთ მსოფლიო! დავასუფთაოთ საქართველო“ – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის განვითარების და სოციალური კვლევების ცენტრის თანამშრომლებმა მალთაყვაში, ტყე პარკის ტერიტორია და კუნძულის სანაპირო ზოლი მყარი ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

გარემოსდაცვითი კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World), 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა და მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული გარემოს დასუფთავებას გულისხმობს. კამპანია ყოველწლიურად სექტემბრის თვეში ტარდება და მასში 135-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

საქართველოში , შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კამპანიის ჩატარებას – ორგანიზებას უწევს პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი (,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ,,ორქისი“ და ,,ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“).

სხვა ახალი ამბები: