დავით კოდუა სამეგრელოში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს

0

მმართველი გუნდის “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის წარმომადგენლები დღეს ზუგდიდის ცენტრალურ ოფისს სტუმრობდნენ. როგორც SMO NEWS-სთვის გახდა ცნობილი, სხვა საკითხებთან ერთად გაირკვა რეგიონალური შტაბის უფროსის ვინაობაც.

სამეგრელოში მმართველი გუნდის წინასაარჩევნო შტაბს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე, დავით კოდუა უხელმძღვანელებს.

დავით კოდუა SMO NEWS-თან ადასტურებს აღნიშნულ ფაქტს, თუმცა ამ ეტაპზე კომენტარებისგან თავს იკავებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. მოსახლეობა მუნიციპალიტეტების მერებსა და ახალ საკრებულოებს აირჩევს.

სხვა ახალი ამბები: