დავით ნარმანია- “ედიშერ თოლორაია იქნება ჩემი და თქვენი ინტერესების გამტარებელი საკანონმდებლო ორგანოში”

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია ზუგდიდის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს 27 აგვისტოს ედიშერ თოლორაიამ შეხვედრები გამართა ხურჩის, კოკის, ორსანტიის და ახალკახათის მოსახლეობასთან. დღევანდელ შეხვედრებს თბილისის მერი, დავით ნარმანიაც შეუერთდა. ნარნამია, ერთ-ერთი სოფლის, კოკის მკვიდრია, სადაც მაჟორიტარმა შეხვედრა სწორედ დღეს გამართა. შეხვედრის მიმდინარეობისას დავით ნარმანიამ ამომრჩევლებს მიმართა.

“ედიშერი ჩვენი გუნდის წევრი წევრია. სწორედ ეს არის ჩემი ზუგდიდში ჩამოსვლის ძირითადი მიზეზი. ჩამოვედი ზუგდიდში, ჩემს მშობლიურ სოფელ კოკში სადაც დღეს არის “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრა.

მინდა აღვნიშნო, რომ ედიშერი მოდის შესანიშნავი ოჯახიდან. ის ყოველთვის იყო იმ გარემოში,სადაც არის წესიერება და საქმის ერთგულად კეთება. 2014 წელს, როცა თვითმმართველობის არჩევნებზე მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო მუნიციპალიტეტებში გამგებლობის კანდიდატები, ედიშერი იყო ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც პარტიამ ერთხმად წარადგინა. სწორედ იგივე შემთხვევაა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც. “ქართულმა ოცნებამ” ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ედიშერის კანდიდატურა განიხილა, რადგან ამ ადამიანს ბევრი აქვს გაკეთებული თვისი გამგებლობის პერიოდში. ის ცდილობდა მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მეტი პროექტი განეხორციელებინა.

ერთის მხრივ დასანანია, რომ ედიშერ თოლორაიასნაირ  გამგებელს დროზე ადრე მოუწია თანამდებობის დატოვება, მაგრამ მას უფრო მნიშვნელოვანი მისია დაეკისრება მისი მოსახლეობის წინაშე. დარმუნებული ვარ ის იქნება ჩემი და თქვენი ინტერესების გამტარებელი საკანონმდებლო ორგანოში სხვა მუნიციპალიტეტებიდან განსხვავებით 8 ოქტომბერს ზუგდიდის მოსახლეობა არამხოლოდ პროპორციულ და მაჟორიტარულ ბიულეტინს შემოვხაზავთ, არამედ გამგებელსაც ავირჩვთ ისეთივე ღირსეულს, როგორიც ყოფილი გამგებელი იყო”

სხვა ახალი ამბები: