დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მე-20 საიუბილეო გამოსაშვები საღამო გაიმართება

0

დღეს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მე-20 საიუბილეო გამოშვება თბილისის დიდ საკონცეტრო დარბაზში დაიმართება. საღამოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დაესწრებიან.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მინისტრი დავით სერგეენკო, უნივერსიტეტის დამფუძნებელი და პრეზიდენტი დიმიტრი ტვილდიანი მიმართავენ. ასევე, სიტყვით  გამოვლენ 1997 წლის კურსდამთავრებულები.

ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმობა 2017 წლის კურსდამთავრებულებს. სტუდენტები ხელს მოაწერენ ჰიპოკრატეს ფიცს, რის შემდეგაც ბრენდირებული გულსამაგრებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ამასთანავე, უნივერსიტეტის რექტორი  2017 წლის სტუდენტების მიერ საუკეთესოდ დასახელებულ ლექტორებს დააჯილდოვებს და  საუკეთესო სტუდენტს გამოავლენს . ღონისძიებას თბილისის ბიგ ბენდი დაასრულებს.

დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი უკვე 27 წელია არსებობს. 2016 წელს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტს შეემატა საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი და რუსთავის საუნივერსიტეტო კამპუსი. 2017 წელს კი საფუძველი ჩაუყარა ახალი ქართულ-ამერიკულ კლინიკის მშენებლობას საქართველოში.

სხვა ახალი ამბები: