დავით უსუფაშვილმა ზუგდიდში “რესპუბლიკელების” კანდიდატები წარადგინა

0

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ზუგდიდელებს სამი კანდიდატი წარუდგინა. ე.წ. „პრესოვკა-მახარაძის“ საარჩევნო უბანზე მათი კანდიდატი დავით ცაავა იქნება, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი თოდუა, ხოლო ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატად ირაკლი ქოჩუა დასახელდა.

„გიორგი თოდუა ოთხი წლით უნდა გვათხოვოთ, რადგან ის საქართველოს პარლამენტს სჭირდება, თუმცა, გიტოვებთ არანაკლებ კარგ და სერიოზულ ხალხს“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილმა შეკრებილ ამომრჩევლებს მიმართა და მათ მხარდაჭერისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. ამასთან, ზუგდიდელებს ზუგდიდობა მიულოცა.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო და შუალედური არჩევნები 8 ოქტომებრს ჩატარდება.

სხვა ახალი ამბები: