დედ-მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ახალგაზრდა მამაკაცი დაკავებულია

0

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა დედ-მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ი.ქ დააკავეს. დამნაშავემ ნაჯახით საკუთარი მშობლები მოკლა, რის შემდეგაც ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თვითმხილველთა განცხადებით ი.ქ მეზობლის თხილნარში იმალებოდა რა დროსაც მან სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა.

ეს მამაკაცი ფსიქიურად ჯანმრთელი არ არის. ბავშვობიდან პრობლემები აქვს. დღეს დილით მშობლებს ნაჯახით მოაჭრა თავი, შემდეგ გაქცევა სცადა, მოგვიანებით კი თვითდაზიანებები მიიყენა. მოგვიანებით დამნაშავე სამართალდამცავებმა დააკავეს”, – განაცხადა სოფელ ლიას რწმუნებულმა ვახტანგ კვირკველიამ.