დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში ფოთში გამწვანების აქცია მოეწყო

0

ფოთში დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში გამწვანების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ მიიღო.

გამწვანების ღონისძიების ფარგლებში შპს „ინფრასტრუქტურა 2008“- ის ორგანიზებით, ” 9 აპრილის ხეივანში 50 ძირი მარადმწვანე მუხა დაირგო. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ხორციელდება.

გამწვანების აქციაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ფოთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები და საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ.

სხვა ახალი ამბები: