დედამიწის კვირეულის ფარგლებში ანაკლია-განმუხურში შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს (ფოტო)

0

დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სავნეთის ათივე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. დასუფთავების აქციაში საჯარო მოხელეები, სტუდენტები, მაღალი კალსის მოსწავლეები და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვნენ.

ანაკლია-განმუხურის ტერიტორია და შავი ზღვის სანაპირო ზოლი, კვირეულის ფარგლებში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებმა და წევრებმა დაასუფთავეს. მათთან ერთად დასუფთავების აქციაში მონაწილეობას ღებულობდნენ საჯარო პირები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან და საკრებულოდან.

დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში  პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ტარდება.

სხვა ახალი ამბები: