დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო სენაკში

0

დღეს, სენაკში, დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო. აქციაში სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა დგებუაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ლაშქარავა, გამგებლის პირველი მოადგილე თენგიზ ლომია, გამგეობის, საკრებულოს, გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ცენტრებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგები და უფროსკლასელები ღებულობდნენ მონაწილეობას. აქციაში მოსახლეობაც ჩაერთო.

პოლიეთილენის პარკებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის ცენტრალური პარკი, რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, ქალაქის გარეუბნები, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის სენაკის მონაკვეთი, ადმინისტრაციული ერთეულების გზისპირა უბნები, სკოლებისა და ადმინისტრაციული შენობების მიმდებარე ტერიტორიები.

აღსანიშნავია, რომ დღეს, დედამიწის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სავნეთის ათივე მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა. რეგიონის მასშტაბით დასუფთავების აქციაში 6000-მდე ადამიანი ჩაერთო. დედამიწის კვირეულის ფარგლებში დასუფთავების აქციები საქართველოს რეგიონებში პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით ტარდება.

სხვა ახალი ამბები: