“დედამიწის საათს” სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია შეუერთდა

0

დღეს, საქართველოს დროით 20:30 -დან 21:30- საათამდე მსოფლიომ „დედამიწის საათი“ უკვე მე-11 ჯერ აღნიშნა.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი აქციის დროს, მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს ამბობს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

”დედამიწის საათს”- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი შეუაერთდა და ერთი საათის განმავლობაში ელექტროგანათება გამოირთო ყველა ადმინისტრაციულ შენობაში.

საერთაშორისო აქცია „დედამიწია საათი“ (Earth Hour) ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) 2007 წლიდან იმართება.