დეზინფორმაციის კვალდაკვალ: “მთავარია დააბრალონ ვინმეს რამე და სახელი გაუტეხონ”

0

ზუგდიდში, გაზეთ “ქრონიკა+”-ში გამოქვეყნებულ მასალას სათაურით “ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს” ეხმაურებიან. მასალაში მოყვანილ “ფაქტებს” სასაცილოს და ჟურნალისტის მიერ შეთხზულს უწოდებენ.

“სამწუხაროდ თავად ფაქტს ადგილი ჰქონდა 2003 წელს, თუმცა საკითხავი და გასარკვევია ვისი შეკვეთით. როგორც ცნობილია, აღნიშნული ფაქტის მონაწილეები ჟურნალისტებიც იყვნენ, რომელთაც ქალბატონი კილაძეც კარგად იცნობს. ზოგიერთ ყოფილ პარტიზანთან ერთად ამა თუ იმ გეგმის შესახებ წინასწარ სწორედ ამ ჟურნალისტებისთვის იყო ცნობილი, თუმცა ეს ძალიან დიდი თემაა და ამას ცოტა მოგვიანებით განვავრცობ თუ რატომ და რის ფასად”-აცხადებს smo news-ის ექსკლუზიური წყარო, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება ამ ეტაპზე არ ისურვა.

“წავიკითხე ელისო კილაძის ნაწერი ქრონიკაში, ეს როგორ შეიძლება ყველას ყველაფერი დააბრალო, რომელი სმოლენსკის გპუ, კგბ, ფსბ-ს არქივის დირექტორი ეს მყავს ვითომ ნაღდ ინფორმაციას რომ წერს, მისთვის მთავარია დააბრალოს ვინმეს რამე, სახელი გაუტეხოს მაგრამ იმას ვერ საზღვრავს ქართველი ხალხი ბრძენია და ასეთ უტკებს არ ჭამს!

პ.ს: ერთ ერთ კოლორიტულ კაცს მიუვარდება მისი ოპონენტი და სახალხოდ დაუწყებს ყვირილს რა მაგარი ყოფილა შენი გოგო ლოგინშიო, გუშინ ღამე ჩემთან იწვაო, ამ კაცმა პასუხი არ გასცა, ერთმა ამ ამბის შემსწრემ იკითხა პასუხი რატომ არ გაეცითო, მან უპასუხა რა მეთქვა გოგო არ მყავს საერთოდო, 2 ბიჭი მყავსო. ასეა ეს მე მაგალითად კილაძესთანა ჭორიკნებს პასუხსაც არ გავცემდი, მას შეუძლია დააბრეხვოს ცაცამ მოკლა კენედი ან ადმირალ კანარისის აგენტი იყოო მეტ სახელით ოტო სკორცენი! ისედაც ცოტანი ვართ ქართველები ნუ შევჭამთ ერთმანეთს, ნუ უვრცელებთ ერთმანეთს ცრუ ინფორმაციას!!?”-აცხადებს ზუგდიდელი გურამ (ცაცა) შელია.

სხვა ახალი ამბები: