დღეს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

0

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში დღეს გალში შეხვედრა გაიმართა, რომელიც თითქმის 7 საათს გაგრძელდა. სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, შერეულ შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის, საუბარი შეეხო გიგა ოთხოზორიას მკვლელობასა და დრანდის ციხეში მყოფი უკანონო პატიმრების შესახებ.

მისივე ინფორმაციით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრას ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლებიც დსუს: გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი პრაქტიკულ და არა პოლიტიკურ ჭრილში უნდა განიხილებოდესაესწრნენ.

„ე.წ. სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლმა განაცხადა, რომ ის მასალები, რომლებიც წინა შეხვედრების დროს გადავეცით, დე ფაქტო კანონმდებლობის დონეზე საქმეში მათი ჩართვა ვერ განხორციელდება. აქედან გამომდინარე, საქართველოს მხრიდან აუცილებელია დოკუმენტების ხელახლა გადაცემა“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

მისივე შეფასებით, ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს ორი განზომილება აქვს, პოლიტიკურუი და პრაქტიკული. „ჩვენ ამ საკითხს აღვიქვამთ და ვუყურებთ პრაქტიკულ ჭრილში და სწორედაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ზოგადად, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატი ნებისმიერ საკითხს უნდა განიხილავდეს პრაქტიკულ და არა პოლიტიკურ ჭრილში“, – დასძინა მან.

გარდა ამისა, მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილების საკითხი. „ამ საკითხზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გაზიარებულ იქნა, ჩვენს მიერ მიღებული არის და ეს საკითხი დღის წესრიგიდან იქნება მოხსნილი“.

მორიგი შეხვედრა გალში 11 ნოემბერს ჩაინიშნა.

სხვა ახალი ამბები: