დღეს გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე შესრულდა

0

დღეს გიგა ოთხოზორიას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღე შესრულდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი მოინახულეს. 

ხურჩის პირობით საზღვართან გიგა ოთხოზორია აფხაზმა მებაჟებ ვერაგულად მოკლა. მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით „გიგა ოთხოზორია ოკუპაციის მსხვერპლია.ჩვენ მოვალე ვართ გვერდით დავუდგეთ გიგას ოჯახს და გავაძლიეროთ. ჩვენ ყველა პირობას შევუქმნით გიგას შვილებს რომ, ღირსეულად აღიზარდონ და ყველა პირობა ქონდეთ ღირსეულად ცხოვრების.“

სხვა ახალი ამბები: