დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა

0

დღეს გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 2 წელი გავიდა. ოჯახის მოთხოვნა კვლავ უცვლელია, დაისაჯოს მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი.

,,დღეს ორი წელი შესრულდა გიგას მკვლელობიდან. ამ დროის განმავლობაში ქართულმა მხარემ არაერთხელ მოითხოვა მკვლელის გადმოცემა თუმცა აფხაზური მხარისთვის ეს საკითხში დღის წესრიგში არ დგას. ეტყობა ხელისუფლების მოთხოვნა არ არის შესაბამისი. გიგას შვილი ეზრდება, არ მინდა მან იძიოს შური“, – ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთ-სამეგრელოს ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში რამდენიმე გასროლით რუსმა სამხედრომ კანჯიოღლიმ მოკლა.

რაშიდ კანჯიოღლის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით 14-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი და მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით საქართველოს მოთხოვნით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.