დღეს გუბერნატორთან საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება

0

მიმდინარე წლის, 25 ივლისს სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

სხდომაზე, 2015 – 2017 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდება.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, რეგიონის გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრებიან.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გუბერნიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება (მის: ქ. ზუგდიდი ზ. გამსახურდიას გამზ. №45); სხდომის დაწყების დრო 17:00 სთ).

სხვა ახალი ამბები: