დღეს ხობში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული “ცოტნეობა” იმართება

0

ხობში ყოველი წლის 12 აგვისტოს სახალხო-საეკლესიო დღესასწაული “ცოტნეობა” იმართება.  ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, იქ სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, დილით სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.

მთელი დღის განმავლობაში ხობში სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები ტარდება. სახალხო დღესასწაულზე მსურველები ერთმანეთს ჭიდაობაში, ლელობურთსა და ნარდში ეჯიბრებიან.

ცოტნეობას ხობში დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ხეივანში ეთნოკუთხეები მოეწყო, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, მეგრული ფაცხები, სამზარეულო, ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა ნამუშევრები გამოიფინა. ხობში მთელი დღის განმავლობაში იმართება ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტები. დღესვე გაიმართება „საპატიო ხობელის“ მინიჭების ცერემონიალი.
ცოტნე დადიანი წმინდანად 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შეირაცხა.

სხვა ახალი ამბები: