დღეს მთავრობის წევრები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ

0

ვიცე-პრემიერი/განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია დღეს ჩხოროწყუს სტუმრობდნენ. საქართველოს მთავრობის წევრები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მუხურში, ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმის ეზოში გიორგობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

მინისტრებმა, გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილებს დღესასწაული მიულოცეს.

დღესვე სტუმრებმა, სოფელ ახუთში, მერაბ კოსტავას სახელობის პარკში გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწიელობა, რის შემდეგაც ახუთის და მუხურის საჯარო სკოლებში მოსწავლეეებს და მასწავლებლებს შეხვდნენ.

სხვა ახალი ამბები: