დღეს ზუგდიდში გიგა ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს

0

ოთხოზორიას საფლავზე მისი ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, მერი ლაშა გოგია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს და საფლავი გვირგვინით შეამკეს.

გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მას სასჯელის ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.