დღეს ზუგდიდში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

0

shexvedra gamgeblebTanსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებულმა სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა, სადაც რეგიონის განვითარების სტრატეგიის 2015-2017 წლების განახლებული სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს. სხდომას გუბერნატორი ლევან შონია უძღვებოდა.

სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების პრიორიტეტები და  2016 წლის ბიუჯეტები, რომელიც როგროც შეხვედრაზე ითქვა  თანხვედრაშია რეგიონული განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტებთან და შესაბამის სამოქმედო გეგმასთან.

სხდომას  მუნიციპალიტეტის გამგებლები, მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები  ესწრებოდნენ. პროექტის პრეზენტაცია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ნუგზარ გაბელიამ გამართა.

სხვა ახალი ამბები: