დღეს ზუგდიდში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

0

სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს – სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

დღვანდელ სხდომაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2018 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა მოხდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა სამოქმედო გეგმაში ასახვის მიზნით წარმოადგინა ორი პროექტი, საერთო ღირებულებით 1 050 000 ლარი. პროექტები დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში თბილისისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას და  სოფელ  ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრიდან N1 სასაფლაომდე საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს ეხება.

მესტიის მუნიციპალიტეტმა სამოქმედო გეგმაში  შესატანად წარმოადგინა 6 პროექტი, აქედან 2 პროექტი მთის ფონდით გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად საერთო ღირებულებით: 703 806 ლარი, ასევე რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის 4 პროექტი საერთო ღირებულებით 1 272 012 ლარი  (მესტიის პროექტები: ცხუმარის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, დაბა მესტიაში N1 საბავშვო ბაღის მშენებლობა, მულახის თემის სოფელ მუჟალში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ბეჩოს თემის სოფ. მაზერში საბავშვო ბაღის მშენებლობა, ეცერის თემის სოფელ ბარში საბავშვო ბაღის მშენებლობა, მულახის თემის სოფელ ჭოლაშში საბავშვო ბაღის მშენებლობა).

აღნიშნულ ცვლილებებს საბჭოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. კორექტირებული სამოქმედ გეგმა გადაეზავნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემდგომი დაფინანსების მოპოვების მიზნით.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე დავით კოდუა, რეგიონის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ. ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საბჭოს წევრებს გუბერნატოორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ გააცნო.

სხვა ახალი ამბები: