დიდთოვლობა ფოთში – პრობლემური ადგილები ამ დრომდე ინტენსიურად იწმინდება

0

თოვლისგან გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქ ფოთში. პრობლემური ადგილები ამ დროსაც ინტენსიურად იწმინდება, იყრება ტექნიკური მარილი.საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები.მობილიზებულია მუნიციპალური ტექნიკა, რომელიც პრობლემურ ადგილებს თოვლის საფარისგან ასუფთავებს.

მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე მოძრაობა შეზღუდული არ არის. ამ დროსითვის ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ყველა აბონენტს. პრობლემები არ შექმნილა გაზმომარაგების მხრივაც.

ქალაქის მერიაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი,რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა შესაბამის სამსახურთან,რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი დიდთოვლობისგან გამოწვეული ყველა შესაძლო პრობლემა. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი.საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემეგ ნომერზე : 0493 22 12 95

სხვა ახალი ამბები: