დიდთოვლობა ზუგდიდში – ადგილობრივი ხელისუფლება საგანგებო რეჟიმში მუშაობს

0

ინტენსიური თოვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება. გზებზე გადაადგილების პრობლემაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში. გამგეობის საგანგებო შტაბი გამგებლის ხელმძღვანელობით სადღეღამისო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ტექნიკა.

გზების გაწმენდა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტექნიკური მარილი იყრება ინგირის ადმინისტრაციულ ერთეულში. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები თვითონ არიან ჩართული გაწმენდით სამუშაოებში და თოვლში გაჭედილ სატრანსპორტო საშუალებებს პირადად ეხმარებიან.

გრიგოლიშის ადმინისტრაციულ ერთეულში დიდთოვლობისგან გზებზე გართულებული გადაადგილების გამო ერთ- ერთ ადგილობრივთან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ვერ მივიდა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მაიზერ ნანავას დახმარებით ავადმყოფი სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

დილიდან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში იმყოფებიან და ადგილობრივებს საჭიროებისამებრ დახმარებას უწევენ.

სხვა ახალი ამბები: