დიდთოვლობამ ზუგდიდის სოფლებში პრობლემები შექმნა

0

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში, ინტენსიური თოვის გამო გზებზე გადაადგილების პრობლემა შეიქმნა, ამ დროისთვის სპეციალური ტექნიკით გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ჭკადუაშის, ახალსოფელისა და ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ყველა სოფელს, არ დაფიქსირებულა სახლების დაზიანების შემთხვევა.

მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას განმარტებით, გამგეობას მუდმივი კავშირი აქვს გამგებლის წარმომადგენლებთან და საჭიროების შემთხვევაში ყველა პრობლემაზე დროული რეაგირება მოხდება.