დიდთოვლობის დროს დაზარალებულ ოჯახებს მთავრობა დაეხმარება

0

დიდთოვლობის დროს დაზარალებულ ოჯახების დახმარების საკითხი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, მოადგილესთან და გამგებლებთან ერთად განიხილა. თოვლის საფარმა აბაშაში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და წალენჯიხაში 5 ავარიული სახლი დააზიანა. ხუთივე ოჯახს ადგილობრივი მთავრობა ფულად დახმარებას გაუწევს და საშენ მასალას გადასცემს.

დღეს გამართულ შეხვედრაზე, ჩხოროწყუში რამდენიმე დღის წინ დამწვარი სახლის საკითხიც განიხილეს. დაზარალებულ ოჯახს ჩხოროწყუს გამგეობა დაეხმარება.