დიდთოვლობის გამო სენაკში სპეც ტექნიკა იყო მობილიზებული

0

წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის გამო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ.

სპეცტექნიკის გამოყენებით თოვლის საფარისგან გაიწმინდა ნოქალაქევი-ლეძაძამე-დიდი ჭყონის გზის ნოქალაქევის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის შედეგადაც ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.

ამ დროისათვის გზა ყველა მიმართულებით გახსნილია, მოსახლეობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.