დიმიტრი ახალაია ომის ინსპირაციისთვის ზვიად სიჭინავას დასჯას ითხოვს

0

მოქალაქე დიმიტრი ახალაია სოციალურ ქსელში ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას დასჯას ითხოვს. “მე, როგორც აფხაზეთის მკვიდრი და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, მივმართავ სახელისუფლებო ორგანოებს, პროკურატურას, დაიწყოს სასწრაფო გამოძიება და ამ სიტყვებისთვის და მოწოდებისთვის, ომის ინსპირაციისთვის დაისაჯოს სიჭინავა, გულდასაწყვეტი და ამაზრზენია მსგავი მოწოდებების მოსმენა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო… “-აცხადებს დიმიტრი ახალაია.

“ახლა მე მოგმართავთ, როგორც დედით აფხაზი, დაბადებული აფხაზეთში. ამ დრომდე ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობენ აფხაზეთში, ხვალ 4 ნოემბერია, დღე, როდესაც ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა სიჭინავამ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს მოუწოდა, იარაღით ხელში შეიჭრან აფხაზეთში.

ჩვენმა პოლიტიკურმა ამბიციებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ, ვართ სად?! იქ, საიდანაც დიდი ხანია, ვერ გამოვდივართ და ვერც გამოვალთ, რატომ?! იმიტომ, რომ არსებობენ სიჭინავასნაირი სეპარატისტები, ადამიანები, რომლებიც არ ფიქრობენ ქვეყნის მომავალზე და ჩვენს მოძმე აფხაზებთან ომისკენ გვიბიძგებენ, გვიბიძგებენ, რომ საბოლოდ ჩავკლათ ამ უმშვენიერეს კუთხეში დაბრუნების შანსი…

მე, როგორც აფხაზეთის მკვიდრი და ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, მივმართავ სახელისუფლებო ორგანოებს, პროკურატურას, დაიწყოს სასწრაფო გამოძიება და ამ სიტყვებისთვის და მოწოდებისთვის, ომის ინსპირაციისთვის დაისაჯოს სიჭინავა, გულდასაწყვეტი და ამაზრზენია მსგავი მოწოდებების მოსმენა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების გამო… ბატონო ზვიად, თქვენ ამ განცხადებით კი უთხარით და უბიძგეთ კაცობრიობის წინააღმდეგ ბრძოლას და გახადეთ პროვოცირებადი სიტუაცია, რომელიც ისედაც პროვოცირებულია თქვენისთანა ვაი პოლიტიკოსების მიერ…”-ნათქვამია დიმიტრი ახალაიას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც მან საკუთარ გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქავეყნა.

სხვა ახალი ამბები: