დუშეთში უბედური შემთხვევის შედეგად ამერიკის სამი მოქალაქე დაიღუპა

0

დუშეთში უბედური შემთხვევის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების სამი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ SMO NEWS-ს ინფორმაცია საკუთარმა წყარომ უთხრა. გარდაცვლილია ცოლ-ქმარი და მათი შვილი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამერიკის ორი მოქალაქე საქართველოში ამერიკის საელჩოს თანამშრომელია.

უბედური შემთხვევა დუშეთში რამდენიმე საათის წინ მოხდა, როცა ამერიკის მოქალაქეები დუშეთს სტუმრობდნენ და სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ. სამივე პირი ხრამში გადავარდა.