ძლიერი ქარი და დაზარალებული მოსახლეობა ზუგდიდში – ზუგდიდის გამგებელი სტიქიის ზონაში იმყოფება

0

ამ წუთებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა, ორულუს ადმინისტრაციულ ერთეულში, თორნიკე ლატარიას ოჯახში იმყოფებიან და სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობიან.

თორნიკე ლატარიას ძლიერმა ქარმა სახლის სახურავი დაუზიანა. მუნიციპალიტეტის გამგებელი ადმინისტრაციულ ერთეულებში იმ ოჯახებს მოინახულებს, რომელთაც სტიქიის შედეგად ზარალი მიადგათ.

“ჩვენ ვიმყოფებით სტიქიის ზონაში, სადაც ზარალი დიდია. ამ დრომდე ზუგდიდში ისევ ქრის ძლიერი ქარი და გამომდინარე აქედან, ჩვენც ვიმყოფებით საგანგებო რეჟიმში. ამჟაამად ვართ სოფელ ორულუში და ვაპირებთ სხვა სოფლებჳს მონახულებას, როგორიცაა ერგეტა, ურთა, ახალაბასთუმანი და ასე შემდეგ”-აცხადებს ზუგდიდისს გამგეებელი ლაშა გოგია, რომელიც ამ წუთერბშიც სტიქიის ზონაშია.

ცნობისათვის, ამ დროისთვის ზუგდიდის სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგოპრო ჯორჯიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მეტეოროლოგების პროგნოზით ქარი საღამოს საათებში კიდევ უფრო გაძლიერდება. ძლიერი ქარი დასავლეთ საქართველოსა და კოლხეთის დაბლობში 23 ნოემბრამდეა ნავარაუდევი.