ძლიერი შტორმი გაგრაში (ფოტო)

0

6გვიან ღამით ქალაქ გაგრას ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ქალაქის ქუჩები და ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარე საცხოვრებელი სახლების პირველი სართული წყლით დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ქალაქ გაგრის დამოუკიდებელი ტელეკომპანია “Gagra TV”. ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, 31 იანვრის ღამეს ზღვაზე ძლიერმა შტორმმა 8 ბალს მიაღწია. ტალღებმა დააზიანა სანატორიუმ „კავკასიის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც ქალაქის წყალგაყვანილობის 60 მეტრი სიგრძის მილი გადის. შტორმის შედეგად დაზიანდა ბულვარიც.

ძირიანად მოგლეჯილია ხეები და მთლიანად მიწასთან არის გასწორებული ფიცრული კოტეჯები. ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანებულია ცენტრალური მილსადენი, რომლითაც სასმელი წყალი მიეწოდებოდა ადგილობრივ მოსახლეობას და მეზობელ რაიონებს. ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლის მომარაგება სოჭიდან შემოყვანილი წყალსატუმბი მანქანებით ხორციელდება. ამ დრომდე გაგრას არ მიეწოდება ელექტროენერგიაც.

გაგრის მერის, გრიგორი ენიკის განცხადებით ქალაქში ძალიან რთული მდგომარეობაა შექმნილი. მისი განმარტებით ქალაქისთვის წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდებას უახლოესი ერთი კვირის მანძილზე ვერ შეძლებენ.

სხვა ახალი ამბები: