ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა

0

ფოთის მუნიციპალიტეტში წუხელ ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები წააქცია.

ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ზოგიერთ უბანში ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით გარკვეული შეფერხებები იქნა გამოწვეული.დაზიანებულ კერებზე სამუშაოები “ენერგო პრო ჯორჯიამ” დილიდან დაიწყო და ელ. მომარაგება ყველა აბონენტს დღის ბოლომდე აღუდგება .ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მალთაყვის უბნის მოსახლეობას.

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას განცხადებით ,შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მთელ პერიმეტრზე საკონტროლო მონიტორინგს აწარმოებენ.

სხვა ახალი ამბები: