ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში

0

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. შექმნილია სპეციალური ჯგუფები,რომლებიც პრობლემურ ადგილებზე გადიან. მოგლეჯილია ხეები ნაცატუში, ტყაიაში, ჩხორიაში, ინგირში, ზედაეწერში, რუხში, რიყესა და ჭკადუაშში. კეთილმოწყობის სამსახური წაქცეული ხეების მოჭრას აწარმოებს.

ძლიერი ქარის შედეგად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეუწყდა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლაშა გოგიას ინფორმაციით, სპეციალური ჯგუფი უკვე შექმნილია და ვითარების გამოსასწორებლად საველე სამუშაოები მიმდინარეობს.

სხვა ახალი ამბები: