ძლიერმა ქარმა რადიო “ათინათის” მოშენებული ფასადის ნაწილი ჩამოშალა

0

ძლიერმა ქალრა რადიო “ათინათის” ახლად მოშენებულ მანდსარდაზე აღმართული ფასადის ნაწილი ჩამოშალა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში ზუგდიდელმა ფოტოგრაფმა, ლევან გაბეჩავამ გამოაქვეყნა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც დროულად შეძლეს სიტუაციის განმუხტვა. SMO NEWS-ის ინფორმაციით, ადგილზე მისული იყო ზუგდიდის მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირებიც, რომლებიც გაეცნენ შექმნილ მდომარეობას.